ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დრონებით შეტევის გამო, წიგნის ადგილობრივი გამომცემლობები დისტრიბუციის სტრატეგიას ცვლიან. ეს გამოცემა „კომერსანტმა” დაწერა რუსეთის მსხვილი და დამოუკიდებელი გამომცემლობებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
დამოუკიდებელმა გამომცემლობებმა მარკეტპლეისების მეშვეობით წიგნების გაყიდვა შეაჩერეს და უპირატესობა სპეციალიზებულ მაღაზიებში, ან საკუთარი საიტებიდან გაყიდვას მიანიჭეს, ხოლო მსხვილი გამომცემლობები თავისი საწყობებიდან გაყიდვაზე გადადიან. „კომერსანტის” მონაცემებით, მისთვის ცნობილია სულ მცირე შვიდი მსგავსი შემთხვევა.
კონკრეტულ გამომცემლობებს შორის, რომლებმაც სტრატეგია შეცვალეს, არიან „ბუმკნიგა”, „ალპაკა“ და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „ეკსმო”, რომელიც Wildberries-ის საწყობებზე დარტყმით გამოწვეული ზარალის დათვლის პარალელურად, წიგნების თავისი საწყობებიდან გაყიდვაზე გადავიდა.
სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს
Before
After
1/7 Vantor-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს ვოლგოგრადში 14 ივლისს, ხოლო შემდეგ 1 აგვისტოს - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ.
Before
After
2/7 Wildberries-ის საწყობი ელექტროსტალში 16 მაისს, ხოლო შემდეგ 5 აგვისტოს. ფოტოზე ჩანს ივლისის ბოლოს განხორციელებული დარტყმის შედეგად თითქმის სრულად დამწვარი ობიექტი.
Before
After
3/7 Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის საწყობს სიმფეროპოლში (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი) 22 ივლისსა და 4 აგვისტოს.
Before
After
4/7 Wildberries-ის საწყობი კრასნოდარში 21 ივლისს და 5 აგვისტოს - უკრაინული დრონების დარტყმიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.
Before
After
5/7 სატელიტური ფოტო ასახავს კვამლს, რომელიც ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ნევინომისკში 22 ივლისს. გავრცელებული ფოტოები ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის მიერ არის გადაღებული.
Before
After
6/7 Planet Labs PBC-ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ასახავს Wildberries-ის ობიექტს ნოვოსემეიკინოში (რუსეთის სამარის ოლქი), რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 2 აგვისტოს დაარტყეს.
Before
After
7/7 კვამლი ამოდის Wildberries-ის ობიექტიდან ალექსინში 6 აგვისტოს. ევროკავშირის Copernicus Sentinel-2 სატელიტის კიდევ ერთი ფოტო ობიექტს თავდასხმამდე, 19 ივლისს ასახავს.
Previous slide
Next slide
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-მდე ობიექტზე.
საჯარო წყაროების თანახმად, დაიღუპა სულ მცირე, 9 თანამშრომელი.
რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
radiotavisupleba ახალი ამბები