"გამორიცხულია პირველივე წელს ლივერპულის ძირითადის მეკარე გახდეს" - რობინსონი მამარდაშვილზე

5 hours ago 2

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა Football Insider-თან საუბრისას და დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი მეკარის "ლივერპულში" შესაძლო როლთან დაკავშირებით.

რობინსონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა ესპანეთში ბრწყინვალედ ითამაშა და სეზონის მეორე ნახევარში მაღალი დონე აჩვენა, იგი ინგლისურ გრანდში პირველივე წლიდან ძირითადი მეკარე არ გახდება.

ვფიქრობ, გიორგი იქნება გუნდის მეორე მეკარე. კელეჰერი კლუბს დატოვებს, რადგან მისთვის დროა, ძირითადი მეკარის როლი სხვა გუნდში მოიპოვოს. მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაშით თავის წარმოჩენა,“ — განაცხადა რობინსონმა.

მისი აზრით, „ლივერპულმა“ მამარდაშვილი არა დაუყოვნებლივი, არამედ ალისონის შესაძლო მომავლის შემცვლელად შეიძინა: „ქართველ მეკარეზე კლუბში დიდი იმედები აქვთ და მას ალისონის ბუნებრივ მემკვიდრედ მოიაზრებენ. ტრანსფერის განხორციელება სწორედ ამ ხედვაზე მიუთითებს.

სრულად წაკითხვა