ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მოძრაობის “დაიცავი ილიაუნი”-ს წევრები, 18 ნოემბერს განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს შეხვედრაზე ელოდებოდნენ, თუმცა მინისტრი შეხვედრაზე არ მივიდა. ფაქტს კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“განათლების მინისტრი არ მივიდა სტუდენტებთან შეხვედრაზე. შეეშინდა.
განათლების მინისტრი, რომელსაც კურდღელივით ეშინია სტუდენტებთან საუბრის, შეუძლებელია, რომ იყოს განათლების მინისტრი რომელიმე ქვეყანაში.
ვერ ხვდება სტუდენტებს, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია, ვერ ხვდება სტუდენტებს, რადგან არ აქვს პასუხები განათლების დეფორმაზე, არ აქვს პასუხები ახალგაზრდების განადგურებულ მომავალზე“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა