📢 ციფრული მმართველობის სააგენტოს განცხადება თაღლითურ შეტყობინებებთან დაკავშირებით:
🔴 დღეს მოქალაქეთა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც საქართველოს ფოსტის სახელით მოქალაქეებს გზავნილის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და სთხოვენ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შეყვანას.
⚠️ ციფრული მმართველობის სააგენტო გაფრთხილებთ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდი, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლების პერსონალური და საბანკო ინფორმაციის მოპოვებას.
🔹 გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ საეჭვო ბმულებისა და შეტყობინებების მიმართ, გადაამოწმოთ ვებგვერდის მისამართი და არ შეიყვანოთ პირადი მონაცემები დაუდასტურებელ პლატფორმებზე.
🔹 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (ეროვნული CERT), სხვადასხვა ქვეყნის CERT-ის გუნდებთან და ჰოსტინგის კომპანიებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს მსგავსი შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. დროულად ხდება ინტერნეტ სერვის პროვაიდერების დახმარებით მსგავსი ბმულების პრევენცია, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმირება და კოორდინაცია.
📩 თუ ფლობთ ინფორმაციას საეჭვო გვერდების ან შეტყობინებების შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: [email protected]
paraleli แแแแแขแแแ