პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის – “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნებას:
“დაიმახსოვრეთ!
და იდოს აქ ეს სტატუსი, ახალი პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელ ვატო შაქარაშვილის პარტიის იდეოლოგიის მომხრეს – მისი რუსული ანუ “ნეიტრალური” პროგრამის იდეოლოგიის მომხრეს ანუ რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველოს, უშუალოდ ამ რუსული ნატვრის – ამ პროექტის იდეოლოგიის პარტიის ლიდერის ვ. შაქარაშვილის პირადად წარმდგენ ლევან ლორთქიფანიძის უკან, ღიად დგას ღარიბაშვილის და 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ჯარის საქართველოში შემომყვანი ნ.ფოფხაძის კარტელი.
ეს არის ის ოპო ფეიკ პარტია რომლის შექმნაც დიდი ხანია იგეგმება და თუ რამდენიმე კარგმა ადამიანმა, ამ პარტიაში, ეს არ იცის, გადახედონ ამ ლ. ლორთქიფანიძის ბეგრაუნდს, გაარკვიონ უფრო ღრმად (თუმცა ღიად დევს ყველაფერი, მეტი როგორღა თქვან ღიად, შაქარაშვილის იდეოლოგის წარმდგენი გამოაგორეს) ღრმად ჩაიხედონ და პირდაპირ მიადგებიან იმ მავნებელთა კარტელს!
იდოს ეს სტატუსი აქ და გაიხსენებთ !✌️” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა