"უოტფორდის" ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროთი გაიზარდა. 25 წლის ფეხბურთელის ფასი Transfermarkt-ზე გუშინ განახლდა და 4 მილიონ ევროს უტოლდება.
გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ბოლოს მან 29 დეკემბერს "კარდიფის" წინააღმდეგ გაიტანა.
"ჩაკვეს" საუკეთესო მაჩვენებელი სატრანსფერო ღირებულების მხრივ 2018/19 წლებში, "გენტში" ასპარეზობის დროს ჰქონდა და 9 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.