UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია, ესპანეთში, თავის საბრძოლო ორგანიზაცია WOW-ის 22-ე ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე წარსდგა.
ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ილიას ხუმრობით სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივაზე ჰკითხეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა გადაწყვიტა.
"სიმართლე ისაა, რომ ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია მინდოდა თუ არა პრემიერ-მინისტრობა - თუმცა, თუ ეს ხალხს დასჭირდა, ცხადია ასეც მოვიქცევი", - განაცხადა ნახევრად ხუმრობით ქართველმა ჩემპიონმა.