"განმეორებით შეხვედრაში კიდევ უფრო კარგები ვიქნებით" - გორის დილას მწვრთნელი

3 days ago 3

გორის დილამ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში ადგილობრივ რასინგთან ჩაატარა და 2:1 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ გორელთა დამრიგებელმა, დიეგო ლონგომ შეფასება გააკეთა და თქვა, რომ გუნდი მეორე შეხვედრაში კიდევ უფრო ძლიერი იქნება:

ვულოცავ დილას გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ.


დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც ამ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ დასრულებაში დაგვეხმარა.


განმეორებით მატჩში კი ვიქნებით იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოდით სტადიონზე და ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ სვლა.

- ამბობს მთავარი მწვრთნელი.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დილა რასინგთან გორის თენგიზ ბურჯანაძე არენაზე 17 ივლისს გამართავს.

სრულად წაკითხვა