კითხვის დრო: 1 წთ.
მწერალ ირაკლი ლომოურს განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა. „ლიტერა 2026-ის” ღონისძიებაზე პენ საქართველომ სპეციალური პრიზი მწერალსა და მთარგმნელს ირაკლი ლომოურს შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის მიანიჭა:
„შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა, პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.”
გართობა artinfo.ge