გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

1 hour ago 1

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი კლინიკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა” – უთხრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ ინტერპრესნიუსს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში 14 მაისს მოხდა, ავტომობილი, რომელშიც 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა ხეს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრულად წაკითხვა