79 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კინორეჟისორი, "ოსკარის" მფლობელი, დევიდ ლინჩი. რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა ოჯახმა ფეისბუკით გაავრცელა.
2024 წლის აგვისტოში ლინჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა დაუდგინდა. რეჟისორის თქმით, დაავადებამ მას მუშაობაში ხელი შეუშალა და სახლში გამოკეტა.
ლინჩმა კარიერა დაიწყო როგორც ანიმაციური ფილმის მხატვარმა. მისმა ფილმმა "ადამიანი-სპილო" (The Elephant Man) 1980 წელს "ოსკარის" რვა ნომინაცია მოიპოვა.
ლინჩი ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მუშაობდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალზეც, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია მარკ ფროსტთან ერთად შექმნილი „ტვინ პიქსი“ (1990—1991).
დევიდ ლინჩი არის კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის" (2001) და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო "ოქროს ლომის (2006) გამარჯვებული. ის სამჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე" საუკეთესო რეჟისურისთვის. 2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა "ოსკარი" კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის.