შინაგან საქმეთა სამინისრო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს 27 წლის ტაილანდელი მოგზაურის ბავორნტატ პენგსუკის საქმეს, რომელიც იუთუბზე ცნობილი იყო ჰლუნ სოლოს სახელით.
რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 27 წლის მოგზაური თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, დაახლოებით ორი კვირის წინ ნახეს გარდაცვლილი.
ოჯახი მოგზაურის ძებნაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა. მათი ინფორმაციით, საქართველოში სამოგზაუროდ მყოფთან კავშირი 13 ივლისს დაკარგეს.
ოჯახის ცნობით, ბავორნტატ პენგსუკი საქართველოში მარტო მოგზაურობდა. ვიდეოს გადასაღებად
რამდენიმე საათის წინ ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ დიპლომატიური მისიები ქართველ სამართალდამცავებთან და ტაილანდელ მოხალისეებთან ერთად მუშაობენ 27 წლის ბავორნტატ პენგსუკის ადგილმდებარეობის დასადგენად.
რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. იმის შესახებ ეცნობა თუ არა ტაილანდის მხარეს მომხდარის შესახებ.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·