გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება – უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

6 hours ago 21
ფოტო: ნინო ლურსმანაშვილი/nostal.ge

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.

სააგენტოს ცნობით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

სპეციალისტები საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებენ.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ნალექებმა შესაძლოა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სრულად წაკითხვა