ივნისში საქართველომ 315 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო

10 hours ago 23

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მლნ აშშ დოლარი (861.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.2%-ით მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

სებ-ის ცნობით, ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. 

ფულადი გზავნილების მაქსიმალური წილი – 44.4% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა (51.63 მლნ დოლარი) იტალიიდან  გადმოირიცხა; შემდეგ მოდის გერმანია (27.23 მლნ დოლარი), მესამე პოზიციას კი  საბერძნეთი იკავებს (25.68 მლნ დოლარი).

აშშ-იდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, აშშ-იდან ივნისში 58.75 მლნ დოლარი გადმოირიცხა; მეორე ადგილზე, ისევე როგორც მაისში, იტალიაა (16.37%), საიდანაც ივნისში 51.63 მლნ დოლარი შემოვიდა. 

მესამე ადგილზეა რუსეთი (13.02%) 41.09 მლნ დოლარით, რაც წინა თვესთან შედარებით ნაკლებია – რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის კლების ტენდენცია გრძელდება. რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების წლიური კლება 15.9%-ს შეადგენს.

ფულადი გზავნილები ივნისში – ტოპ 10 ქვეყანა:

# ქვეყანა ჩარიცხული თანხის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი) ჩარიცხული თანხის მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $59 მილიონი; 23%
2 იტალია $52 მილიონი; 13%
3 რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი; -16%
4 გერმანია $27 მილიონი; 21%
5 საბერძნეთი $26 მილიონი; 18%
6 ისრაელი $24 მილიონი; 23%
7 ყირგიზეთი $9 მილიონი; 82%
8 თურქეთი $9 მილიონი; 13%
9 ესპანეთი $8 მილიონი; 37%
10 ყაზახეთი $7 მილიონი; -37%

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა