გარეული ღორი (Sus scrofa)

1 month ago 46

სააგენტო "პარალელი"
გარეული ღორი (Sus scrofa)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. გაიცაბით საქართველოს ფაუნის წარმომადგენელი – გარეული ღორი (Sus scrofa):

🐗❓იცოდით, რომ გარეული ღორი (Sus scrofa) ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა დედამიწაზე? ანტარქტიდის გარდა, მათ თითქმის ყველა კონტინენტზე შეხვდებით. ზოგიერთ რეგიონში ისინი ბუნებრივად კი არ დასახლებულან, არამედ ადამიანის ხელოვნური ჩარევით გავრცელდნენ.

სწორედ ასეთი ფართო გავრცელების გამო, გარეული ღორები თითქმის ყველა ტიპის გარემოს იდეალურად ეგუებიან. მათ შეხვდებით: ჭაობებსა და ბუჩქნარებში; არიდულ (მშრალ) ტყეებში; სუბალპურ ზონებსა და ხშირ, ფართოფოთლოვან ტყეებში.

გარეულ ღორებს განსაკუთრებით უყვართ წყალი და ტალახის აბაზანები. ამიტომ, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას უპირატესობას ყოველთვის იმ ტერიტორიებს ანიჭებენ, სადაც წყლის რესურსი ახლოსაა.

გარეული ღორი ომნივორია. მისი რაციონი მოიცავს თხილს, კენკრას, ფესვებს, ბოლქვებს, ასევე მწერებს, ჭიებს, წვრილ მღრღნელებსა და ლეშსაც კი.

გარეული ღორი (Sus scrofa)
პარალელი

სრულად წაკითხვა