ფაბრიციო რომანოს ბოლო ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მორიგ ჯერზე სცადა კონორ გალაჰერის იჯარით დამატება, თუმცა მადრიდის „ატლეტიკოს“ პასუხმა ამ სატრანსფერო გეგმას ბოლო მოუღო.
ინგლისური კლუბი გალაჰერის გარიგების დახურვას ცდილობდა, თუმცა ესპანურმა გუნდმა ეს ყოველივე არ დაუშვა. მადრიდში ფიქრობენ, რომ მოთამაშის საჭიროება საკმაოდ მაღალია მთავარი გუნდის განაცხადში და მათ მისი მოკლევადიანი იჯარით გაშვება არ სურთ.
ცნობისთვის, ეს „იუნაიტედისთვის“ არა პირველი მცდელობაა, კონორ გალაჰერის შეძენის მიმართულებით. ამავე შეთავაზებას ინგლისური გუნდი „კრისტალ პალასსაც“ გაუგზავნიდა, თუმცა შეთავაზება ლონდონელებმაც უარით გაისტუმრეს.