WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიტო ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

"ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს" - წერს ქარტია.

მიმდინარე წლის დასაწყისში დიმიტრი ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ამ ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი, დადებითად წარმოაჩენდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმება მეზობელ სახელმწიფოსთან ამ დრომდე არ არის მიღწეული.

დიმიტრი ჩუბინიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით, პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.