მადრიდის "რეალის" და ბერგამოს "ატალანტას" მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება.
შეხვედრის წინ იტალიური კლუბის თავკაცმა, ჯან პიერო გასპერინიმ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.
ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ასევე კარლო ანჩელოტიზეც გააკეთა.
"ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არა მისი წარსულის, არამედ მისი აწმყოს გამოა", - თქვა იტალიელმა.