გასპერინი "ატალანტას" ტოვებს? - ვინ მოიაზრება ბერგამოელების თავკაცობის მთავარ კანდიდატად

1 month ago 9

უკვე ბევრი გამოცემა წერს, რომ ბერგამოს "ატალანტას" სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი დატოვებს.

აქედან გამომდინარე კლუბის ხელმძღვანელობაში განიხილავენ კანდიდატებს და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გამოცდილი იტალიელი მაურისიო სარია.

უკანასკნელი კლუბი, რომელსაც სარი წვრთნიდა "ლაციო" იყო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. სარის მომდევნო კლუბი შესაძლოა ატალანტა გახდეს.

ასევე, სარის გარდა ბერგამოელთა თავკაცობის კანდიდატად მოიაზრება ანტონიო კონტეც, რომელსაც "ნაპოლის" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

"ატალანტა" იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს და თავში მყოფ "ინტერს" სამი ქულით ჩამორჩება.

სრულად წაკითხვა