გაჭირვებულების კვებაზე კასპი, ხაშური, ქარელი – 401 701 ლარს, გორი კი – 0 ლარს ხარჯავს

1 day ago 1

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გაჭირვებული ადამიანების კვებაზე წლიურად 401 701 ლარი იხარჯება. ამ თანხას ყოველწლიურად კასპის, ქარელის და ხაშურის მერიები ხარჯავენ.

გასული წლების მონაცემების მიხედვით, კასპის, ქარელის და ხაშურის მერიები უფასო კვებას ჯამში 355 სოციალურად დაუცველ ადამიანს სთავაზობენ. მონაცემების მიუხედვით:

  • ერთი ადამიანის კვებაზე კასპის მერია 2 120 ლარს ხარჯსვ;
  • ერთი ადამიანის კვებაზე ხაშურის მერია 720 ლარს ხარჯავს;
  • ერთი ადამიანის კვებაზე ქარელის მერია 1 100 ლარს ხარჯავს.

რაც შეეხება გორის მერიას, უწყებას გაჭირვებული ადამიანების უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ აქვს.

კასპი169 560 ლარი80 ადამიანი
ხაშური133 141 ლარი185 ადამიანი
ქარელი99 000 ლარი90 ადამიანი
გორი0 ლარი0 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტის მერიას მსგავსი მომსახურებისთვის თანხა არც 2025 წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.

სრულად წაკითხვა