WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Skip to content

20.10.202620.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ცალკე, სხვა პარტიებისაგან დამოუკიდებლად განიხილოს მათი აკრძალვის საკითხი. ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ყველაზე უთანასწორო ბრძოლებში – იმ მიზნით რომ დავპირისპირებოდით „ოცნების“ პროპაგანდას და ტყუილებს და ჩვენი მოქალაქეები „ოცნების“ პირისპირ, მარტო არ დაგვეტოვებინა.

ახლაც იმავეს ვაპირებთ.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, რათა ეს სამარცხვინო პროცესი დოკუმენტურად დარჩეს საქართველოს ისტორიას ყველა იმ გვარ-სახელით, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრი განადგურებას და ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას უხეიროდ ცდილობს.

ყველა მათგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ვერავინ შეძლებს მისგან გაქცევას, ვერცერთი ორგანიზატორი, ვერცერთი ხელმძღვანელი და ვერცერთი თანამონაწილე”, – აცხადებენ პარტიაში.

საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.