ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში „გახარია საქართველოთვის“ რადიო თავისუფლებას განუცხადეს რომ რჩებიან „პოლიტიკურ ბოიკოტში!“ და რომ „მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!“
მანამდე ტელეკომპანია "იმედმა", პარლამენტისადმი პარტიის წევრების მიწერილი წერილების საფუძველზე გაავრცელა, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიის წევრებმა, რომელთა სადებუტატო უფლებამოსილებაც სადავო პარლამენტმა სექტებრის დასაწყისში სცნო, "ბოიკოტს წყვეტენ."
როგორც საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უთხრა "იმედს": "კომიტეტს დაეწერა განცადებები ამ პირთა მხრიდან ვინც შესაბამისისობის კრიტერიუმების დაცვას ახდნენენ ანუ იმ თანამდებობდებს ანებებენ თავს რომელის შეუთავსებელია პარლამნტის წევრობასთან და ა.შ ანუ მიმდინარეობს პროცესი, დოკუმენტური მომზადება იმისთვვის რომ შემობრძანდნენ პარლამენტში", - თქვა მათიკაშვილმა.
ამ განცხადებისა და "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, "გახარია საქართველოთვის" წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ ფეისბუკის გვერდზე დაწერა:
"ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში.
ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს…..ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც.
ნუ აჰყვებით “იმედის” ცრუ პროპაგანდას, ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!".
"იმედის" თანახმად გახარიას პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, რომ მათ შეუწყვიტეთ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა, და რომ ისინი სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, "იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა (89 მანდატი).
ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
გახარიას პარტიას ცესკოში საკმაოდ გრძელი სია ჰქონდა წარდგენილი - 100 კაცზე მეტი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გაცდენების საფუძვლით, ექვს თვეში, კვლავ ჩათვლის საჭიროდ დღეს დამტკიცებული 12 ადგილომონაცვლისთვის უფლებამოსილების შეწვეტას და მათი ადგილომონაცვლეების უფლემოსილების ცდობას დაუშვებს, შემდგომი თორმეტეული ამ სიიდან შეუძლია დაასახელოს.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.