გახდა თუ არა ფეისბუქზე დადებული “სთორი” მკვლელობის მიზეზი – რა ინფორმაცია ვრცელდება?

1 month ago 22

ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბ.ჯ.-ს ყველ­გან ეძე­ბენ. AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სწო­რედ ის პი­როვ­ნე­ბაა, ვის­თან ერ­თა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კე­სა­რი­ამ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბ.ჯ სე­ნა­კი­და­ნაა და ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთ ბა­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

“ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ეს “სთო­რი” შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი” – ამ­ბობს წყა­რო

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.

სრულად წაკითხვა