7
დიპლომატი, ბუკა პეტრიაშვილი:
არის რუსეთი ტერორისტი სახელმწიფო? არის! კლავს ყოველდღიურად მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეებს? კლავს. არის პუტინი ნოომერ პირველი მსოფლიო ტერორისტი? არის. არის რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზროვნება იმპერიალისტური? არის. გვიკლავდნენ და გვიწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს? დიახ! ნაცისტურ რეჟიმთან ერთად გასამართლდა თუ არა მთელი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ? გასამართლდა!
ჰოდა, ამ გაუმაძღარ, სისხლში და ნეხვში ამოგანგლულ მოდგმას თქვენ რაც გინდათ ის დაუძახეთ, მე კი მძულს რუსეთი; მძაგს ათეულ ათასობით ჩემს ქვეყანაში შემოხეტიალებული თუ შემოგზავნილი რუსი! რადგან ნაჯახით და კომბლით არ დავსდევთ ამ ურდოს თბილისში თუ ბათუმში, სულაც არ ნიშნავს, რომ მათი აქ ყოფნა, 1 კიტრის, ნახევარი ხახვის და 1 პურის ყიდვის, მითუმეტეს ბინების მასიურად შესყიდვის გამო უნდა გვახარებდეს ან მათ მიმართ სიყვარულს გვიღვიძებდეს! იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქ შემოლაგებული რუსების დიდი ნაწილი უბრალოდ დისკომფორტს და მობილიზაციას გამოექცა. უარესიც, ძალიან კონკრეტული მისიით არის ბევრი მათგანი შემოსული. ჩვენ კი განგაშის ზარს უნდა ვსცემდეთ ყოველ წუთს და არა ერთმანეთს ესროდეთ ტალახს!
სხვათაშორის, ჩემი სტატუსი ახლოსაც არ მივა იმასთან როგორც თავად რუსი “მოაზროვნეები” აფასებდნენ რუსეთს და რუს ხალხს!
აქვე, თავისთვის ჰყავდეთ თავისი “დიდი” მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები და მხატვრები! არ აკლია ცივილზებულ სამყაროს, მათ შორის არც საქართველოს, არცერთი! ასი თავით უკეთესებიც გვყავს!
გამოსავალი ერთია: რუსეთის ბოროტების იმპერია უნდა დაემხოს! რუსეთი უნდა დაიშალოს და მათ მიერ საუკუნეების მანძილზე დაპყრობილმა ერებმა უნდა მოიპოვონ თავისუფლება! რუსეთს აღარ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არაფერი ესაქმება გაეროს უშიშროების საბჭოში! თაობებმა უნდა უხადონ უკრაინას რეპარაციები და მუხლებზე დაჩოქილებმა გვთხოვონ ბოდიში ჩვენ, უკრაინელებს, ჩეჩნებს და უამრავ სხვა ერს ჩადენილი ბოროტებისთვის! გეგულებათ დღეს რუსეთში, ვგულისხმობ ოპოზიციას, ვილი ბრანდტის მსგავსი გამბედავი პოლოტიკოსი, ვინც ამას იზამს? მე არა. ასე რომ, ზურგის ქარი რუსეთს კრეისერ მასკვას მიმართულებით!
საერთაშიროსო alia.ge