გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა.
მას წარდგენილი ჰქონდა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ხასაიას დაკავება, თავად გელას და მისი უფლებადამცველის განცხადებით, უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს, მის მონაწილეობას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში, სადაც გელა ხასაია ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია და რომლითაც საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად და დარბევებისას გამოიყენა აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები, კერძოდ, კამიტი, იგივე ბრომობენზილ ციანიდი.
საბოლოოდ გელა ხასაიამ და მეორე პირმა, რომელიც ამავე საქმეზე იყო დაკავებული, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. პოლიტიკურ აქტივისტს ციხეში ერთი წლის გატარება მოუწია.
დღეს, 29 სექტემბერს მას გლდანის ციხესთან დახვდნენ მეგობრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები.
ამავე თემაზე გირჩევთ:
„BBC მაფრთხილებდა, მათ გამოძიებაში მონაწილეობის გამო, „ოცნება“ ზომებს მიიღებდა“ — გელა ხასაიას საქმე
netgazeti