გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს მიმართა

8 months ago 10

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ეუთო/ოდირს სთხოვა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტზე დასკვნის მომზადება. 

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა“, — აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ დასკვნას ამზადებს ვენეციის კომისიაც. კომისიას ამ თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა.

გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ბიუროზე რეგისტრაციიდან სამ დღეში, 4 აპრილს მიიღო. კანონპროექტის ავტორი, ოფიციალურად, პარტია „გირჩია“, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

17 აპრილს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო. ზურაბიშვილის თქმით, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა