გენიოსი ნიკო გომელაური

3 weeks ago 13

ნიკო გომელაური – მსახიობი და პოეტი – რაც დრო გადის ქართული საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ძვირფასი ხდება თავისი შემოქმედებით:

“ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს,
ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს,
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი,
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით,
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს,
გავაგრძელო შევძლებ?! – თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.”

სრულად წაკითხვა