29 წლის ოთარ კაკაბაძეს კრაკოვიაში მორიგი კარგი სეზონი აქვს. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პოლონური კლუბის მაისურით 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველით ნიდერლანდური და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებულნი, თუმცა კლუბების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
კაკაბაძემ კრაკოვიას მაისურით ბოლო შეხვედრა გუშინ ლეხთან გამართა და გოლის გატანაც შეძლო, სადაც ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან სკაუტები იყვნენ ჩასულები, ოთარის კარგი თამაში კი შეუმჩნეველი მათთვის არ დარჩენილა.
კაკაბაძის ფორმაში ყოფნა შეუმჩნეველი არ დარჩათ უცხოურ კლუბებს. ჩვენი ინფორმაციით, ლეხის ტრიბუნებზე, სპეციალურად კაკაბაძეზე დაკვირვების მიზნით, ნიდერლანდური და გერმანული კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ეჭვგარეშეა, რომ ნანახიდან გამომდინარე, ფეხბურთელის ხელში ჩაგდების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდებოდათ. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ დაკვირვების გაგრძელებასს ან შეთავაზებას კრაკოვიასთვის. ამ ეტაპზე კი უცნობია, როგორი იქნება კრაკოვიას პოზიცია. კაკაბაძეს კრაკოვის კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს, Transfermarkt კი მის საბაზრო ღირებულებად 1,5 მილიონ ევროს ასახლებს.