გერმანიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ყრილობა

4 hours ago 2

გერმანიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) კონგრესი. უკმაყოფილო მოქალაქეები ბლოკავდნენ გზას და აჭიანურებდნენ შეხვედრის დაწყებას.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა აღმოსავლეთ საქსონიის ქალაქ რიზაში და პოლიციამ აქციის ზოგიერთი მონაწილეს ქუჩის დატოვება აიძულა. პოლიციის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს ექვსი პოლიციელი მოვალეობის შესრულების დროს მსუბუქად დაშავდა. პოლიციამ ასევე დაარეგისტრირა 34 დანაშაული. მღელვარების გამო ორდღიანი კონგრესი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ყრილობაზე პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის" დელეგატებმა თავიანთ კანდიდატად კანცლერის პოსტზე, აკლამაციის გზით, ალის ვაიდელი აირჩიეს.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 27 დეკემბერს დაითხოვა პარლამენტი და 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

სრულად წაკითხვა