WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გერმანიაში მცხოვრები მსახიობი ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამ თემაზე მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, უარის მიზეზად გადაუხდელი ჯარიმა დაასახელეს.

„ჩემს მშობლიურ ქვეყანაში არ შემომიშვეს.
საათების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ, სანამ საბოლოოდ არ გაარკვიეს, რის დაბრალება სურდათ ჩემთვის. […] საქართველოს ხელისუფლება მკაცრია განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. სწორედ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ვტოვებ ჩემი ცოლისძმის ქორწილს და ვერ ვარ ჩემს ცოლსა და ქალიშვილთან ერთად (ისინი რამდენიმე დღით ადრე გაფრინდნენ). ახლა კი მეშინია, რომ ქვეყანაში აღარ შემომიშვებენ, სანამ ეს ხელისუფლებაა სათავეში“, – დაწერა მან.

ბექა ბედიანაშვილის მამამ Facebook-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, რომელშიც შემოსვლაზე მიზეზად მონიშნულია, რომ ბედიანაშვილს გადახდილი არ აქვს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.