WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი „ღრმად შოკირებული“ იყო მას შემდეგ, რაც მისმა ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიამ მძიმე მარცხი განიცადა რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-სთან, თუმცა პირობა დადო, რომ რეფორმების გატარებას გააგრძელებს.

„ეს არის ყველაზე მძიმე საარჩევნო დამარცხება, რაც (პარტიას CDU) განუცდია წლების, ათწლეულების განმავლობაში“, — განაცხადა გულგატეხილმა მერცმა პრესკონფერენციაზე წინა დღეს, გერმანიის აღმოსავლეთი, ყოფილი კომუნისტური ნაწილის - საქსონია-ანჰალტის მხარეში თავისი პარტიის დამარცხებიდან მეორე დღეს.
CDU-მ, რომელიც ფედერალურ დონეზე მმართველ კოალიციას უდგას სათავეში, ხმათა მხოლოდ 17 პროცენტი მიიღო, ხოლო „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ (AfD) - თითქმის 44 პროცენტი.

სვენ შულცემ, მხარის დამარცხებულმა პრემიერმა CDU-დან, აღიარა, რომ AfD-მ, რომელსაც სულ ცოტა აკლდება მარტო მართვისთვის საჭირო კანონმდებელთა რაოდენობამდე, მოიპოვა მმართველი უმრავლესობის ფორმირების მცდელობის უფლება.

„ჩვენ ოპოზიცია ვართ — მართვის მანდატი ახლა AfD-ის ხელშია“, — განაცხადა მან მერცის გვერდით მდგომმა შულცემ.

მერცმა ასევე აღიარა, რომ მისმა დაბალმა საზოგადოებრივმა რეიტინგმა ითამაშა როლი პარტიის დამარცხებაში, ისევე როგორც კრიტიკამ იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა ნელა ახორციელებს რეფორმებს.

„ვიცი, რომ პირადად მე ვიყავი მუდმივი განხილვის თემა ამ საარჩევნო კამპანიაში. ვიცით, რომ რეფორმებიც მუდმივი განხილვის თემა იყო ამ საარჩევნო კამპანიაში“, — განაცხადა მან.
„ჩემი გადაწყვეტილება, გავაგრძელო რეფორმების გზა, უცვლელია“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.


წინასწარი შედეგებით, AfD-მ გაიმარჯვა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პარტიას ხმის უფლების მქონეთა 43,8 პროცენტი მიემხრო.


ესპანეთის სოციალისტმა პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ორშაბათს გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსოფლიოში „ექსტრემისტული საფრთხე“ წინ მიიწევს მას შემდეგ, რაც გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ პოლონეთში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება „მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს“ შეიძლება უხაროდეთ, და გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების, „სამართალი და სამართლიანობისა“ და „კონფედერაციის“ წარმომადგენლები, რომლებიც მიესალმნენ გერმანული პარტიის შედეგს.


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი დადებითად შეხვდა AfD-ს გამარჯვებას.

გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ტრამპის პირველი ვადის პერიოდში, (სახელმწიფო დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა) რიჩარდ გრენელმა, არჩევნების შედეგებს „დიდი გამარჯვება და გერმანიაში ახალი დღის დასაწყისი“ უწოდა. ტექნოლოგიების სფეროში მილიარდერი, ილონ მასკი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც AfD-ის გამარჯვება აღნიშნა და AfD-ის თანათავმჯდომარის, ალის ვაიდელის პოსტს უპასუხა სიტყვებით: „ყოჩაღ!“

ტრამპს მომხდარზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კვირას საღამოს საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა არჩევნების შედეგების ინფოგრაფიკა, რამაც საკითხისადმი მისი ინტერესი გამოაჩინა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკრაინისთვის ომში გერმანიის მხარდაჭერას არ ემხრობა და რუსეთთან დაახლოება სურს. პარტია ითხოვს გერმანიის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და განათლებაში უფრო კონსერვატიული ნორმების დანერგვას.
ხოლო მისი დეპუტატები ჩადიან რუსეთში გამართულ ღონისძიებებზე, როგორებიცაა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ან „ერთიანი რუსეთის“ სიმპოზიუმები.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ შტო საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეში 2023 წელს კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნია.