მანჩესტერ სიტის ძალიან რთული პერიოდი უდგას - გვარდიოლას შეგირდებმა ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხეს.
ბევრი დაიწერა იმის თაობაზე, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს, რასაც თავად გვარდიოლამ უპასუხა.
"ახლა რომ მანჩესტერ სიტი დავტოვო ამას მთელი ცხოვრება ვინანებ. ეს გამორიცხულია! მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ ისინი გამათავისუფლებენ. კლუბის მფლობელები თუ ბედნიერები არ არიან, შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ რთულ სიტუაციაში ჩემი ინიციატივთ არ წავალ", - განაცხადა გვარდიოლამ.