“გვახსოვდეს, რომ 90-იანების სამოქალაქო ომი ტელევიზიაში შევარდნით დაიწყო“ - ლალი მოროშკინა

3 weeks ago 20

ლალი მოროშკინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პირველ არხში შესვლას ეხმაურება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს!

გვახსოვდეს, რომ 90-იანების სამოქალაქო ომი ტელევიზიაში შევარდნით დაიწყო, მერე კი იყო დიდი და დამღუპველი ომი!!

ვიცი, რომ ყოველი

"აქ და ახლა" დაწერილი სიტყვა იშიფრება, ისქრინება და არნახულად მრავლდება.

პირველ რიგში მადლობა მტრებსაც და მოყვარეებსაც ჩემი ტირაჟირებისთვის, რადგან როგორც კრიზის მენეჯერმა და პიარტექნოლოგმა ყველაზე კარგად ვიცი, რომ შავი პიარიც- კარგი პიარია!

დღეს 20 ახალგაზრდასთან ერთად უნდა გვქონოდა ეთერი არხზე, სადაც მე 25 წელი ვიმუშავე და ბოლო 10 წელია არ ვყოფილვარ არცერთ გადაცემაში.

ეთერი უნდა ყოფილიყო

დაბალანსებული

და მშვიდობიანი, რადგან დღეს მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დაძახებაზე 500-დე ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი ეთერში საკუთარი რწფელი ემოცია დაეფიქსირებინა, ავარჩიეთ 18 ადამიანი, როგორც ჩემი თაობის პირველარხელები, ასევე სტუდენტები,

ვინც გაესაუბრებოდა საზოგადოებას.

ასე მგონია აუცილებლად დაიბადებოდა ჭეშმარიტების მარცვალი.

შეიძლება მე ვცდები და მართალია საზმაუს ხელმძღვანელობა.

მე უკან არ დამიხევია, არც ციხის ბუნტის დროს, 2012 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ადვოკატ ლალი აფციაურთან ერთად პირისპირ აღმოვჩნდი აგიზგიზებულ გლდანის ციხეში,ჩვენს უკან ჩამუხლული "რობოკოპები" ელოდებოდნენ ცეცხლის გახსნას,თუ არ მოხდებოდა აჯანყებული პატიმრების დაშოშმინება.

ჩვენ ეს შევძელით და სისხლი არ დაიღვარა.

არც შემდგომ, ციხეებში მუშაობისას არ მიორჭოფია შევსულიყავი თუ არა ჭლექიან და შიდსიან მოშიმშილეებთან მოლაპარაკებაზე , იმის შიშით, რომ რამე გადამედება ან დამიშავდება, არც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ უვადო პატიმრებისთვის დამიკლია ყურადღება.

არც ადრე, 2001წელს გალში შემშინებია ფეხით მარტო გადასვლა მინისტრის მოადგილის რანგში, გალში, ქალთა სამშვიდობო საბჭოს შესაგულიანებლად. სხვებისგან განსხვავებით არც დაცვა არასოდეს ამიყვანია და არც მძღოლი,

არც 40.000-იანი პრემია ამიღია!

არ შემშინებია მიშასი, როდესაც

2004 წელს ე.წ.საზღვარზე ვხვდებოდი კოკოითის გამოგდებულ ჯარისკაცებს ,ვარიანის სპორტულ ბაზაზე, რომლებსაც სამწუხაროდ მერე "ჩვენებივე" სასტიკად უსწორდებოდნენ.

არ შემშინებია 2008 წელს მარინა სალუქვაძესთან ერთად რუსეთის საელჩოსთან პროტესტი დეფიქსირებინა

,მართალია 24 საათის მერე ნაცებმა ჩაგვანაცვლეს, რადგან სარფიან პიარად მიიჩნიეს და ათასი სისულელე ატარეს.(უნიტაზებით სირბილი და ა.შ.) და ბოლოს დამარცხება-გამარჯვებად იზეიმეს! არც 7 ნოემბერის, 9 აპრილის თუ 26

მაისის დარბევები ამირიდებია!!

მე ზოგადად არ მეშინია ქართველების, მე მათთან საუბარი მსურს.

ჩვენ დავაკელით კომუნიკაცია ჩვენიანებს და რეზულტატი სახეზეა. ახლაც შეიძლებოდა საუბარი სისასტიკის დაგმობაზე ორივე მხრიდან, ქვეყნის ევროპულ კურსზე, განათლების სისტემის კრახზე.

არის გამაერთიანებელი თემები!

ვიტოვებ იმედს, რომ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ აქვს აზრი.

გვახსოვდეს, რომ აწ უკვე აღმართულ ბარიკადების ორივე მხარეს ქართველები არიან.

მე ახლაც, როგორც წლების წინ დიდი იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილის გამჭრიახობის, სუსის და პოლიციის ღირსეული მუშაობის და ახალი გუნდის სამშობლოს ერთგულების.

ყველაზე დიდი იმედი კი ღმერთის დ სამშობლოსი

მაქვს!

რიგითი ჯარისკაცი ლ.მოროშკინა.“ - წერს ლალი მოროშკინა.

სრულად წაკითხვა