გზა მორიგი ქვეყნის ჩემპიონობისკენ? - კომანი მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს

1 week ago 5

კინგსლი კომანის ტრანსფერი საბოლოოდ შედგა — ფრანგი ვინგერი „ბაიერნს“ ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გააგრძელებს. ამ დროისთვის მხარეები მხოლოდ მცირე ტექნიკურ დეტალებს ასწორებენ. ამის შემდეგ 29 წლის ფეხბურთელი საუდიში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ტრანსფერის თანხა 30-35 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვენსან კომპანის მისი შენარჩუნება სურდა, წინადადების მასშტაბმა უარის თქმის შანსი ვერც ფეხბურთელს დაუტოვა და ვერც "ბაიერნს“, რის გამოც შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდა.

კომანი მიუნხენურ კლუბში 2015 წელს მივიდა და ამ პერიოდის განმავლობაში 339 მატჩი ჩაატარა, სადაც 72 გოლი გაიტანა და 71 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუ მოულოდნელი არაფერი მოხდება, "ალ-ნასრი“ მას მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.

სრულად წაკითხვა