„გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა, სახლები დაიშალა“ – ხარაგაულის სოფლებში დახმარებას ითხოვენ

1 week ago 2

„გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა, სახლები დაიშალა“ - ხარაგაულის სოფლებში დახმარებას ითხოვენხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის გამო რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ურთულესი მდგომარეობაა სოფლებში – ღვერკასა და ხემაღალში. „ინფოიმერეთის“ ცნობით, ამ დროისთვის ევაკუირებულია რვა ოჯახი. დანარჩენები ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები.

-ბევრი წავიდა, გასახლდა. ახლა მეც მივდივარ, გავიტანე ავეჯი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გვეშინია. ჯერ დასკვნას ველოდებით კიდევო და ამ დასკვნას რომ ვუყუროთ და ჩვენ ერთიანად ჩავიძიროთ, მერე ვინ გვიშველის? სამი კვირაა,  მიმდინარეობს მეწყრული პროცესი და უცებ იმატა ბზარებმა, სიღრმეზე, ორ მეტრზე ჩადის. ჩვენთანაც პრობლემა შეიქმნა, ინგრევა სახლი და მივდივართ, სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა, – აცხადებს ადგილობრივი.

ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

-გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა. რომელ სახლსაც ზიანი ჰქონდა რაღაცა, დანგრევის პირასაა, დაიშალა სახლები. 6 ოჯახი, რომლის სახლებმაც დიდი ზიანი მიიღო, გადაიყვანეს, – ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.

ინფოიმერეთი

სრულად წაკითხვა