"გთხოვთ, დადეთ იარაღი, დაგეგმეთ არჩევნები..." - როგორ აჩერებს ფეხბურთი სამოქალაქო დაპირისპირებებს

1 month ago 41

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თვალის დევნებისას, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს მომენტები, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო დაპირისპირებების დროს სპორტსმენებს აღნიშნულის შეჩერება და მათზე გავლენის მოხდენა.

მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა თავისი აზრი საჯაროდ უკვე დააფიქსირა, დაგმო ძალადობა და მხარი მკაფიოდ დაუჭირა საქართველოს ევროპულ მომავალს.

თუმცა საინტერესოა, როგორ ხდება ეს ყოველივე პრაქტიკაში, მაშინ როცა სპორტსმენები თავადვე ერთვებიან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასა და პროცესებთან მაქსიმალურად ახლოს არიან.

ქვეყ­ნის­თვის, როგორიც კოტ-დივუარია, სა­დაც ბოლო 4 წელი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ერ­თო­დაც სას­წა­უ­ლის ტოლფასი გამოდგა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პირ­ვე­ლი გას­ვლა.

2005 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს დი­დიე დროგ­ბას კოტ-დ’ივუ­არ­მა სუ­დანს 3:1 სძლია და 2006 წლის გერ­მა­ნი­ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სენ­სა­ცი­უ­რად მოხ­ვდა.

სუ­და­ნის ომ­დურ­მა­ნეს 20-ათა­სი­ა­ნი სტა­დი­ო­ნზე მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბედი წყდე­ბო­და. ვი­დეო კა­მე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სას, ნაკ­რე­ბის ლი­დერ­მა დი­დიე დროგ­ბამ მიკრო­ფო­ნში ქვეყანას მიმართა, რომლითაც ისტორია შეიცვალა.

"კოტ-დ’ივუ­ა­რის კა­ცე­ბო და ქა­ლე­ბო, ჩრდი­ლო­ე­თი­დან, სამ­ხრე­თი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და და­სავ­ლე­თი­დან! დღეს ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ კოტ-დ’ივუ­ა­რე­ლე­ბის ერ­თად არ­სე­ბო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფეხ­ბურ­თის ერ­თად თა­მა­ში და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლაც კი. ჩვენ დაგ­პირ­დით, რომ დღე­სას­წა­ულს მო­გი­წყობ­დით. დღეს მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლე­ბი პა­ტი­ე­ბის­კენ მო­გი­წო­დებთ. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნია, არ იმ­სა­ხუ­რებს ამ ომს. გთხოვთ, და­დეთ ია­რა­ღი, და­გეგ­მეთ არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იქ­ნე­ბა"

მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარებულ არ­ჩევ­ნებ­ში 59%-ით მეც­ნი­ერ­მა და ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა ლო­რან გბა­გომ გა­ი­მარ­ჯვა. მან ოპო­ზი­ცი­ის თხოვ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, არ მი­ი­ღო და უარი თქვა, რა­მაც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ომი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო ნა­წილ­ში და­ი­წყო. 2001 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ამ­ბო­ხის პირ­ვე­ლი­ვე დღეს ქვეყ­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი რო­ბერ გეი მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას ემ­ხრო­ბო­და.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რის მო­მენ­ტის­თვის, საბ­რძო­ლო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი შეს­ვე­ნე­ბე­ბით სამ წელ­ზე დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და, გბაგ­ბომ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზეც კი გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა.

2006 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ქვე­ყა­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და.

2007 წელს დროგ­ბა­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, აფ­რი­კის თა­სის შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩი აბი­ჯა­ნის ნაც­ვლად ბუ­ა­კე­ში ჩა­ტარ­და. ომის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლად, ორი­ვე ბა­ნა­კის ლი­დე­რე­ბი მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში შე­იკ­რიბ­ნენ, რომ თა­მა­შის­თვის ედევ­ნე­ბი­ნათ თვა­ლი.

2007 წლის ბო­ლოს ჩრდი­ლო­ეთ­სა და სამ­ხრეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ბუ­ფე­რუ­ლი ზონა გა­უქ­მდა. კოტ-დ’ივუ­ა­რი ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. თუმ­ცა მშვი­დო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და. შე­პი­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც 2005-ის ნაც­ვლად 2010-ში ჩა­ტარ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად უატ­ტა­რუ გა­მო­ცხად­და, ხოლო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა საბ­ჭომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გბაგ­ბო და­ა­სა­ხე­ლა.

SPORTLINE-ის რედაქციის სახელით, ვგმობთ ქვეყანაში მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას და ვაცხადებთ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანოებში ინტეგრაციაზე გადის.

სრულად წაკითხვა