როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილი რამდენიმე წყარომ ლისაბონის "სპორტინგთან" აქტიურად დააკავშირა.
ბუნებრივია, თუ ეს გარიგება შედგა, და ქართველმა კარიერა პორტუგალიაში გააგრძელა, "ლევანტეს" ადმინს საქმე დიდად გაურთულდება.
კერძოდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო პერიოდში "ლევანტეს" ოფიციალური გვერდის ადმინი, ხავი მუდამ ქართულ თემატიკაზე აქვეყნებს პოსტებს, რასაც ჩვენი მხრიდან დიდი გამოხმაურება აქვს.
ახლა კი ამ ამბავს ესპანელი ქომაგებიც გამოეხმაურნენ:
"ხავი მაგარ შარშია, მან ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო, ის უკვე ქოჩორაშვილზე ვეღარ დაპოსტავს ხოლმე.
"ხავის დიდი გასაჭირის წინაშეა. ნეტავ, რას იზამს? ქოჩორას გაყვება სპორტინგში?
"ქოჩორას და ხავის ტრანსფერი ერთად უნდა შედგეს. ხავის საქართველოს გარეშე ძალიან გაუჭირდება.
"ხავის საქართველო ძალიან შეუყვარდა. ალბათ ლოცულობს რომ ტრანსფერი არ შედგეს", - წერენ ესპანელი ქომაგები.