ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სამართალდამცავების მიერ ცნობილი სპორტსმენების დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სახელოვანი სპორტსმენები არიან დაპატიმრებული.
გთხოვთ ყველას დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ჯერ ბრალი არ დამტკიცებულა!
განსაკუთრებით ამაზრზენები ხართ ის ადამიანები, რომლებიც გიორგი კანდელაკის გაცნობას მთხოვდით, ფეხებში უვარდებოდით და მის გაშლილ სუფრებზე ჭამდით და სვამდით, ახლა კი პირველები გამოხტით და მიწაში დებთ!!!
ტეხავს!
თუ ვინმემ კანონი დაარღვია, დაისჯება!
უბრალოდ ამდენი ბოღმა არაა საჭირო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.