„გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია“      რატომ თქვა უარი შოუდან პირველ შეთავაზებაზე, როგორ აკონტროლებს ჯანმრთელობას და ვისთან დაწყვილდა გიორგი გილიგაშვილი

13 hours ago 3

„გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია“     „სარკე“

მომღერალმა და პოეტმა, გიორგი გილიგაშვილმა, „სარკეს“ გაუზიარა „ამ წუთისოფელში საინტერესო გამოცდილება”, რომელიც შოუში „ვინ ვინ არის“ მიიღო, სადაც გილგამეშის ნიღბით მონაწილეობდა.

იორგი გილიგაშვილი:

_ თუ მივიღებდი მონაწილეობას, მსურდა, ვყოფილიყავი ადამიანი. ეს ადამიანი კი უნდა ყოფილიყო ჩემი რეინკარნაცია, ანუ ჩემი წინაპარი…

მეფე გილგამეში მიდის უკვდავების საძიებლად ისე, როგორც ჩვენ მივისწრაფვით დღეს. თან მე გილიგაშვილი გახლავართ, გილიგაა ჩემი გვარის ფუძე და მისი იყო გილგა. შესაბამისად, ათასწლეულების მიჯნაზე, გილიგასა და გილგას შორის ერთი იოტაა განსხვავება. ძალიან ბევრი ძველი სიტყვა სამი-ოთხი ასო ნიშნით ან შემცირდა, ან გაიზარდა, ან გადასხვაფერდა, მაგრამ გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია…

სულ უნდა ვაკონტროლო და მობილიზებული ვიყო, რომ რაიმე ახალი თავსატეხი არ გაჩნდეს. ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მორჩილი გამოდგა ის, რაც მე დამემართა…

არც ისეთი მარტივი ასატანი და გასაძლები ვარ, როგორც შორიდან ჩანს და ალბათ იმიტომაც არ გამოჩენილა ის ერთადერთი. ასე ცარიელ-ტარიელი რომ დავდივარ, მხოლოდ ჩემი ბრალეულობაა. ეტყობა, არ მიყვარდება, თორემ ალბათ რთული ასატანიც აღარ ვიქნებოდი…

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“

სრულად წაკითხვა