გიმარაეში "სიტიში" სათამაშოდ მზადაა - როგორია "ნიუკასლის" პოზიცია

1 week ago 5

The Times-ის ცნობით, "ნიუკასლის" ნახევარმცველი ბრუნო გიმარაეში, მზადაა იანვარში კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ გიმარაეში "კაჭკაჭების" ერთ-ერთი პირველი დიდი შენაძენია მას შემდეგ, რაც კლუბის მმართელობა საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.

თუმცა, ფაქტია, მათი პროექტის ისე ვერ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. შეგახსენებთ, რომ ედი ჰოუს გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

ამავდროულად, 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა, ინგლისურ კლუბთან 2028 წლამდე გაფორებული კონტრაქტის მიხედვით, 100 მილიონ ფუნტს შეადგენს. განიხილავს თუ არა "ნიუკასლი" შედარებით დაბალი ფასის წინადადების მიღებას იანვარში, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

სრულად წაკითხვა