ახალი სეზონისთვის მანჩესტერ იუნაიტედი 2 ფეხბურთელის დამატებას განიხილავს, ესენია ვიქტორ გიოკერესი და ედუარდო კამავინგა.
როგორც იცით, რუბენ ამორიმი გიოკერესს კარგად იცნობს, რადგან პორტუგალიელი იუნაიტედამდე სწორედ იმ კლუბში მუშაობდა, სადაც ახლა შვედი ფორვარდი თამაშობს.
რაც შეეხება ედუარდო კამავინგას, მისი დამატება საკმაოდ რთული იქნება. თუ გიოკერესი ახალ გამოწვევებზე თანახმაა, რეალი კამავინგას დათმობას არ აპირებს და ინგლისელებს მისი გადაბირება უნდა გაუჭირდეთ.