გიოკერეში სპორტინგში დაბრუნებას არ აპირებს - კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერი ჩაშალა

1 week ago 2

ვიქტორ გიოკერეში ლისაბონის „სპორტინგის“ დატოვებას აპირებს, თუმცა კლუბი მას მინიმუმ 70 მილიონ ევროდ აფასებს და გაყიდვას არ გეგმავს.

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, შვედი ფორვარდი განაწყენებულია და შვებულების შემდეგ დაბრუნებას არ აპირებს. მისი თქმით, კლუბმა პირობა არ შეასრულა და ტრანსფერი ჩაშალა.

გიოკერეშს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ იჩენენ. შვედ ფორვარდს 2023 წლიდან ჩატარებულ 102 მატჩში 97 გოლი აქვს გატანილი, რაც წარმოუდგენელი შედეგია.

სრულად წაკითხვა