პიანისტ გიორგი გიგაშვილის სცენაზე გამოჩენა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ნამდვილი დღესასწაულია. არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა თუ კონკურსის გამარჯვებული მუსიკოსის ფენომენალური ნიჭიერება არავის ტოვებს გულგრილს.
“არტ ინფო” გთავაზობთ გიორგის სრულიად ახლებურ და ორიგინალურ შესრულებას ვიქტორ დოლიძის ოპერიდან “ქეთო და კოტე”.