მწერალი ნინო ხარატიშვილი დარწმუნებულია,რომ, სამწუხაროდ, ისევ საბჭოთა სისტემას ვებრძვით:
“ქოცური აზროვნების ლოგიკური ამოხსნის შეუძლებლობამ ერთი ისტორია გამახსენა: წლების წინ, “მერვე სიცოცხლის” წერის და კვლევის დროს, მოსკოვში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ “სახაროვის ცენტრში” გულაგის პატიმრების მოხსენებებს დავესწარი. მოხუცები მათ ჯოჯოხეთურ გამოცდილებაზე ყვებოდნენ. ერთ-ერთმა ხანდაზმულმა კაცმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, ოჯახმაც კი უარი თქვა მასზე ისე, რომ თავადაც კი არ იცოდა რა მიქარა(!) და რომელმაც 8 წელი ციმბირში გაატარა, სტალინის გარდაცვალების დღე გაიხსენა.
როგორ გამოაცხადეს ბელადის სიკვდილი, როგორ გამოვიდა ყველა ეზოში, როგორ გლოვობდნენ პატიმრები, სახეებს იხოკავდნენ, მავთულხლართებს ურტყამდნენ თავებს და ა.შ მათ შორის მეცო, დაამატა.
გავოგნდი, ვერაფრით ვერ გავიგე, როგორ უნდა ეგლოვა ადამიანს მისი ჯოჯოხეთის მთავარი “არქიტექტორის” გარდაცვალება? როგორ არ უნდა ეგრძნო შვება?!
ამაზე მიპასუხა, რომ ხო, ახლა, ამდენი წლის შემდეგ მისთვისაც წარმოუდგენელია, რომ ეს ასე იყო, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი, რომ შეიძლება მე თავად არ ვიცოდე რა მივქარე, მაგრამ მან ეს აუცილებლად იცისო!
მგონი არც ერთ წიგნს, ფილმს, საარქივო მასალას არ აუხელია ჩემთვის საბჭოთა სისტემის პერვერსიის ხარისხზე ასეოდენ თვალი, როგორც ამ კაცის ამ პასუხმა ამიხილა.
და მგონი ახლაც იგივე ფენომენთან გვაქვს საქმე და ალბათ ამიტომაა ამაო რაიმე ლოგიკის ძიება მათ აზროვნებაში!
ასე ხდება, როდესაც ადამიანი “ასხვისებ” ტვინს, სულს, სინდისს. როდესაც ბელადი იმდენად უპირობო ინსტანცია ხდება, რომ საკუთარ უდანაშაულობაშიც დარწმუნებული, მაინც დანაშაულს ეძებ, რომ ბატონის სისასტიკე, დაუნდობლობა, დანაშაული გაამართლო! ბატონი და არა საკუთარი თავი!
ამაზე დიდი დეგრადაცია არა მგონია ადამიანს შეეძლოს….
და რახან ისევ საბჭოთა სისტემას ვებრძვით, ისევ ის გაცოცხლდა (კომიდან გამოვიდა უბრალოდ, თორემ არც არასოდეს მომკვდარა, სამწუხაროდ…) მგონი დროა – საბჭოთა ისტორიას გადავავლოთ თვალი, რომელიც ქართული სასკოლო სისტემის ისტორიის სახელმძღვანელოებში, ჩემს დროსაც 3 აბზაცით შემოიფარგლებოდა და ახლა ალბათ საერთოდ ამოღებულია…”

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·