ძალიან კარგი ამბავი ანდრო ჭიჭინაძეზე

7 hours ago 3

Andro chichinმსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე ძალიან კარგ ამბავს მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს:

“უდანაშაულო ადამიანი ვერაფერს აღიარებს – ეს არის მოცემულობა.
ანდრო ჭიჭინაძე, ჩვენი ერთობლივი ცხრა თვიანი ბრძოლის შედეგად, წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა.
ს რ უ ლ ა დ.
სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ არანაირ ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
უდანაშაულო ადამიანებს არ აქვთ მოსანანიებელი.
ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ აღიარონ, არის
ევროპული მომავლის სიყვარული.
მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს:
ნებისმიერ კომენტარს, რომელიც ღირსებას ულახავს უკანონო პატიმრებს, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეს, მოჰყვება სამართლებრივი პასუხი, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ჩვენ ბოლომდე ვიქნებით სინდისის პატიმრების გვერდით – თავისუფლების ბოლო დღემდე.”

სრულად წაკითხვა