ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი თანამემამულეებს მიმართავს:
“რატომ აღარ იმეორებთ, ქართველებო, ამბიონებიდან ნაქადაგებ ცრუ საიმედო სიტყვებს – ,,საქართველო გაბრწყინდება!”, ,,ყველაფერი კარგად იქნება”! ან დღევანდელობასთან სრულებით შეუსაბამო გამოთქმას, რომ საქართველო თურმე ჯერ ლაზარესავით ბოლომდე უნდა გაიხრწნას და შემდეგ აღადგენს უფალი? სამშობლოსადმი ეგეთმა არხეინა დამოკიდებულებამ ხომ გადაგიყვანათ უკვე ცრუ იმედიანობის განწყობიდან? ან მწერლები, მაგ მწერალთა კავშირში პოზიორობის მეტს რომ არაფერს აკეთებთ, რად არ იღებთ ხმას ამ ანტიქართულ ბაკქანალიაზე, რაც ქვეყანაში მძვინვარებს? რატო უკმევთ და უგალობთ ყველა იუდას? ახალგაზრდებო, თქვენი პროტესტის დღეების სიმრავლით რომ იწონებთ თავს რუსთაველის გამზირზე, რატომ არ აპროტესტებთ ქართველი ერის ძირეული ფასეულობების მოსპობის პროცესს, ან ქვეყნის აზიელებით გავსებას და ისლამიზაციის წამლეკავ ტენდენციებს? რისთვის იბრძვით ქართული დროშების ფრიალით, თუ აქ მალე ქართული აღარაფერი იქნება? ასეთი ალოგიკურობის შემხედვარე, ჩემი თაობის მშობლებო, რატომ აღარ გაჰკივით, რომ თურმე სოროსულ განათლების სისტემაში: ,,კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი”? იერარქებო, რატომ გაქვთ საპატრიარქოს კარი შეკეტილი და რატომ არ იმჩნევთ იმას, რომ თქვენგან მხარდაჭერილი და წმინდა ილია მართალის სიტყვებით ,,მამული, ენა, სარწმუნოებით” არჩევნებში გამარჯვებული მთავრობა ქვეყანაში ყველაფერ ქართულს ანადგურებს?
რაო, ქართველებო, ჯერ არ მისულხართ იმ ზომამდე, როცა ყოველ თქვენთაგანს შეეხება ამ ანტიქართული კაკაფონიის შედეგი? მალე მიხვალთ და მერე აღარ გიშველით ის თქვენგანვე ნაღალატები უფალი, რომელიც უკვე გამწყრალია თქვენზე. სად გყვანან ეროვნული მანტიით მოლაქლაქე საიმედო გვამები? რატომ არ დაატრიალეს ,,დიიდი გაერთიანებებით” და ,,ტრადიციული” ლოზუნგებით მოქაქანეებმა პროტესტის ქარბორბალები?
სარკეში ჩახედვის გვეშინია არა? იმცონარეთ! მალე მივალთ ზღვრამდე, საიდანაც გარე ძალის ჩარევის გარეშე ვეღარავინ ამოგვათრევს ამ ჩვენგანვე დამყაყებული ჭაობიდან ისიც თუ ინება ვინმემ ჩვენი ამოთრევა, რადგან ასეთი უმაქნისი მასა არავის სჭირდება და უპირველესად დიდი სიმართლით მოქმედი უფლისთვის არის ის საზარელი.”

8 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·