გიორგი ვაშაძე: “ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე”

3 weeks ago 6

ოპოზიციონერი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პოლიციის მხრიდან, საპროტესტო აქციების მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობის ფაქტებს და მკაცრად გმობს:

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად იმალებით, აუცილებლად მოგიწევთ ყველას პასუხისგება. ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე.

ამ ტოტალურ ძალადობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა: ერთიანობა ჩვენი დაკავებული პატრიოტების მიმართ რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნის საქმეში, ერთიანობა დაშავებულების მოვლასა და ყურადღებაში.

მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჩემს მეგობრებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სრულად წაკითხვა