გიორგი ზურაბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს გრანტების შესახებ კანონში ‘ბოლო დროს შეტანილ ცვლილებებზე’ ინფორმაცია მიაწოდა

1 week ago 43
Georgia's Deputy Foreign Minister George Zurabashvili briefs diplomats on recent Grants Law amendments, July 23, 2026; Photo: mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 23 ივლისს, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა და გრანტების შესახებ საქართველოს კანონში „ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხი“ განიხილა.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გრანტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები და მათ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „პრეზენტაციის შემდეგ ქართულმა მხარემ უპასუხა დიპლომატიური კორპუსის შეკითხვებს გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე“.

სამინისტრომ დამატებითი ინფორმაცია არ გაამჟღავნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე გამოსახულ დიპლომატებს შორის იყვნენ ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი და ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა