ისტორიკოსი გიორგი კალანდია მეფე ერეკლეს ორდენით დააჯილდოვდა. ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. ერეკლე მეფის შესახებ მან არაერთი უნიკალური დოკუმენტი აღმოაჩინა. ირლანდიაში გიორგი კალანდიამ განახორციელა ორწლიანი კვლევა, რომელიც მოიცავდა ქართველი მეფის ერეკლე მეორეს შესახებ უცნობი წყაროების მოძიებას XVIII საუკუნის ირლანდიურ და ბრიტანულ პრესაში. ისტორიკოსმა ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 200-ზე მეტი უცნობი პუბლიკაცია აღმოაჩინა ერეკლე მეფის შესახებ და ეს უნიკალური პუბლიკაციები ერთ წიგნად აკინძა.
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:
“ნებისმიერი ქართველისათვის, მით უფრო ისტორიკოსისათვის, დიდი პატივია მეფე ერეკლეს ორდენის მიღება.”



2 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·