გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების TOP-10-შია FourFourTwo-ს ვერსიით

3 weeks ago 23

ცნობილმა ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჟურნალის ვერსიით, TOP-ათეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების და ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი. რეიტინგში პირველ ადგილზე „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერია.

TOP-10-ში შედიან:

  1. ალისონი („ლივერპული“)
  2. ედერსონი („მანჩესტერ სიტი“)
  3. დავიდ რაია („არსენალი“)
  4. ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ“)
  5. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“)
  6. ტიბო კურტუა („რეალი“)
  7. მაიკ მენიანი („მილანი“)
  8. უნაი სიმონი („ბილბაო“)
  9. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)
  10. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“)

გუშინ, 28 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის, „ლა ლიგას“ მე-8 ტურში მამარდაშვილის „ვალენსია“ ბასკურ გუნდს – „რეალ სოსიედადს“ შეხვდა  და დამარცხდა დიდი ანგარიშით 3:0. მამარდაშვილისთვის ეს საუკეთესო მატჩი არ იყო და მან საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო – 5,9.

ამ დროისთვის „ვალენსია“ 5 ქულით (1 მოგება, 2 ფრე და 5 წაგება) სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. ცხრილს ლიდერობს „ბარსელონა“ 21 ქულით (7 მოგება და 1 წაგება), მადრიდის „რეალი“ ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობს და 7 შეხვედრის შემდეგ 17 ქულით ( 5 მოგება, 2 ფრე) მე-2 ადგილზეა.

ნუცა ყაველაშვილი

სრულად წაკითხვა